ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,ბევრი დანაშაულებრივი რამე თქვა ივანიშვილმა, მაგრამ ბევრიც აბსურდი. აი ეს ფრაზა, რომელიც ივანიშვილმა თქვა, ნათლად მეტყველებს, რომ ეს ტექსტი არათუ მას არ დაუწერია, არამედ საერთოდ ქართველს არ დაუწერია და ეფესბედან მიაწოდეს. არ ვიცი, შეიძლება თარგმნისას შეეშალათ რამე აქაურებს, ან სუფლიორმა აურია.
“26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ“
ანუ, ამ ვერსიით, გამოდის რომ 2008 წლამდე ქართველებს და ოსებს ძმობა, თანაცხოვრება და სიამტკბილობა ქონდათ და მიშამ აურია? თუ უფრო შორეულ წარსულში უმიზნებს? იქნებ გამსახურდიას გასამართლებასაც აპირებს? და საერთოდაც, ემოციებს მოვეშვათ და კარგად დავუკვირდეთ რა თქვა, როგორც გორში, ასევე მანამდე რამდენჯერმე – ე. წ. “გარე ძალებს“, ანუ დასავლეთს აბრალებს ყველაფერს ჯერ კიდევ 90–იანებიდან. რუსეთის გაპრავება აქვს გადაწყვეტილი სუუულ თავიდან ბოლომდე. “ბოდიში“ მხოლოდ ფაზლის ერთი პატარა დეტალია და მთელ აქცენტს მაგაზე ნუ გადავიტანთ.”
კომენტარები