პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლი დახმარებას ითხოვს – სევინჩ სადიგოვას თქმით, აზერბაიჯანიდან დევნილ ჟურნალისტს საქართველოში საფრთხე ემუქრება.
დაკავებულის ცოლის თქმით, მათი სურვილია, აფგან სადიგოვი მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გადაიყვანონ, რაზეც ქართული მხარე უარს ამბობს.
აფგანი საქართველოშიც საფრთხეშია, ამიტომ გვინდა მესამე ქვეყანაში გადაყვანა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო და პოლიცია ამის უფლებას არ გვაძლევს. 13 სექტემბერს საემიგრაციო სამსახური გაესაუბრა, აფგანმა ეს ყველაფერი აუხსნა, წარვუდგინეთ დოკუმენტებიც, ვითხოვდით, რომ აზერბაიჯანში არ გაეშვათ, თუმცა მივიღეთ უარი. ეს იყო, აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან, მიღებული ბრძანება, რომელიც ქართულმა მხარემ შეასრულა. მათ უნდათ, აეხსნათ უარის საფუძველი, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური საქმეა. საემიგრაციომ ალიევის შეკვეთა მიიღო, ზოგადად პოლიტიკური ნიშნით დევნილებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის აქ ხელსაყრელი გარემო არ არის”,- ამბობს სევინჩ სადიგოვამ
კომენტარები