გამოღვიძება ჯერ არ იგეგმება – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. კონსტანტინე გამსახურდიამ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მდგომარეობა უცვლელია და მკურნალობა რეანიმაციის პირობებში გრძელდება.
„ისევ ის მდგომარეობაა. მკურნალობა გრძელდება რეანიმაციის პირობებში. გამოღვიძება ჯერ არ იგეგმება“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაშია გადაყვანილი.
კომენტარები