მეუფე დიმიტრი, საკუთარ ქადაგებაზე, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება, წერს, რომ იგი 2009 წლის ქადაგებაა.
სქრინი, მეუფის პოსტის, გაავრცელა ტვ იმედმა.
მალევე, მოქალაქეებმა, კომენტარებში დაწერეს, რომ თამაზ გინტური, რომელიც მეუფეს მოხსენიებული ჰყავს, 2023 წელს, ნოემბერში მოკლეს და შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნებოდა ეს 2009 წლის ქადაგება.
სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ, მეუფე დიმიტრიმ, პოსტი შეცვალა და 2009 წლის ნაცვლად, დაწერა, რომ ეს წინა წლების ქადაგებაა.
გამომდინარე იქედან, რომ გინტურის მკვლელობიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა, შესაძლოა, მეუფემ კიდევ ერთხელ ჩაასწოროს პოსტი და დაწეროს, რომ სულაც წინა თვეების ქადაგებაა, ვნახოთ.
მეუფე არ განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წინა წლების ქადაგების ნაწილია – ეს რას ცვლის და ცვლის, თუ არა, რამეს.
კომენტარებში წერენ:
2009 წელიო TV Imedi მა,ისედაც ორ@რაკა ნათქვამია, იქნებ ძაან მკაფიოდ თქვათ რას ამბობთ?
ვის მიმართ არის ეს ნათქვამი? დღევანდელობას პაწუხობს ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით? ანუ მშვიდობა ბოდიშის მოხდით უნდა იქნეს მიღწეული თუ მის გარეშე? გაუგებარია ჩემთვის ამ პოსტის აქცენტები.
და “ადრინდელი წლები” არ მოდის შესაბამისობაში 2023 წელს გინტურის მკვლელობასთან, წარმოუდგებლად ცუდი ნათქვამია, ბოროტი და მავნებლური.
კომენტარები