ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ. გულახდილად ვიტყვი, გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლა.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ შეთანხმების გაფორმება არ ისურვა.
„სამწუხაროდ, ვერ გავერთიანდით. სამწუხაროდ, ბატონმა გახარიამ ამ შეთანხმების გაფორმება არ ისურვა. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, არ ვაპირებ კინკლაობას და კამათს. ბატონ გახარიას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ. კარგი იქნება თუ ის და მისი პარტიაც ჩვენთან მიმართებით ამ გაუთავებელ კინკლაობას შეწყვეტენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„ინტერპრესნიუსი“
კომენტარები