საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„არ ვაპირებდი ამ ყველაფრის დაწერას მაგრამ, ძალიან გავიდნენ თავს, ქოცები, ისე გავიდნენ თავს რომ, გაბედეს და მე მითხრეს ნაცი ხარო, თან ისეთმა ადამიანებმა, მე ნაცებს რომ ვებრძოდი თავად ნაცებთან რომ იყვნენ, მანამდე, ედიკასთან და მანამდე კომუნისტებთან, (ბათუ ნოინს და მურვან ყრუს ვერ მოესწრენ თორე იმათთანაც იქნებოდნენ) გავიდნენ ისე თავს რომ, მითხრეს, შენ ჩემთვის რა გაგიკეთებიაო, უშენოდაც ყველაფერი აჟურრში იყოო, არა და ზუტად მისი გულისთვის ვირბინე, ვთარგმნე, ვაკეთე, ჩემი ფული ვხარჯე, 785 ევროდეპუტატს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივუტანე მისი ამბავი, გავიდნენ ისე თავს რომ, უკვე ამოვიდნენ ყელში, უკვირთ რატო ვაკრიტიკებ?
არა და მგონია რომ ძლიან მარტივია ყველაფერი, მე ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ დავჯდები იმ ადამიანების გვერდით ვისაც 9 წელი ვებრძოლე, ვებრძოლე არა ისე, ლაითად, არამედ სამკვდროსასიცოცხლოდ და ამ ბრძოლას საუბედუროდ ჩემი შვილების დედის სიცოცხლე შეეწირა, ვერ დავჯდები ვერანაირად ნაცებთან, ბოკერიასთან, ბაქრაძესთან, ვანოსთან.. ვერ დავჯდები იმიტომ რომ, არ შეიძლება მათთან დაჯდომა, თუ დავჯდები ესე იგი ტყული ყოფილა ჩემი ის ბრძოლა, ტყულად მიბრძოლია მაშინ გირგვლიანისთვის, გამცემლიძისთვის, ვაზაგაშვილისთვის, შავაძისთვის, ბუტასთვის.. ტყუილად მიბრძოლია მაშინ 7 ნოემბრის დარბეულებისთვის, 26 მაისის სისხლის კალოს მოწმწყობებთან, ტყუილად მიბრძოლია პოლიტპატიმრებისთვის, არჩევნების გამყალბებლებთან, ტყულად ვმდგარვარ მაშინ, ქარში, წვიმაში, მზეში ევროსტუქტურების წინ პლაკატებით და ტყუილად მივლია ევროინსტიტუციების დერეფნებში ნაცების “კაი კაცობის” ამბები რომ, მიმეტანა,ამიტომ,ვერ დავჯდები მე მათთან ერთ მაგიდასთან, თუნდაც საარჩევნო სისტემისთვის და მითუმეტეს ვერანაირ ბლოკში მათთან ვერ შევალ, არ დავივიწყებ და ვერ დავივიწყენ იმ ყველაფერს რისთვისაც ვიბრძოდი მაგრამ, არც თქვენთან დავდგები ქოცებო, იმიტომ ვერ დავდგებო რომ, თქვენ ისეთივე ნაცები ხართ, სანდრო გირგვლიანის მოსამართლეს ხელი თავზე გადაუსვით და გვერდით დაიყენეთ, გვანცა ყუფარაძის მოსამართლეს, თავზე ხელი გადაუსვით და გვერდით დაიყენეთ, გოგიჩას მოსამართლეს თავზე ხელი გადაუსვით და გვერდზე დაიყენეთ… მეგიზ ქარდავას ყველა მარჯვენა ხელი გვერდზე დაიყენეთ და დააწინაურეთ, ფარცხალაძე, კიიი ის ფარცხალაძე ქონების და ბიზნესის წართმევებზე, ყველაზე ცოტა ათ საქმეში რო მთავარი ფიგურანტი იყო დღემდე ფაქტიურ მთავარ პროკურორად გყავთ, ყველა უწყება და კატორა ნანაცარებით გატენეთ, რაიონებში ყველგან ნაცები დააბრუნეთ, იმდენად უტიფრები ხართ, ოქრიაშვილის და მკოიანი შეისისხლხორცეთ, ტელევიზიებში ნაცების მეხოტბე ჟურნალუგები პირველ სკრიპკებად წამოპლაკეთ, “რეალ TV” -ს კადრებით გაძეძგეთ.
ვერ დავდგები მე იმ ხალხის გვერდით მიშას, ვანოს, მეგიზას და სხვა “ბოსების” სადღეგრძელოებს რო ფეხზე ამდგარი სვამდნენ და დღეს ბიძინას სიყვარულის აუცილებლობაზე ჩვენ გველაპარაკებიან და ლექციებს გვიკითხავენ, ვერ დავდგები მე ფოხანაშვილების გვერდით, წილოსანების გვერდით, მდინარაძეების გვერდით, ოდიშარიების გვერდით, თალაკვაძეების გვერდით, მკოიანების გვერდით, ოქრიაშვილებსი გვერდით და კიდევ სხვათა და სხვათა ვინც ნაცბიდან გამოიყვანეთ და გულში ჩაიხუტეთ. მომკალით და ვერ დავდგები და ვინც მათ გვერდით დგას, ყველას გაგიმარჯოთ მაგრამ, მე ყველას შეგებრძოლებით,ბოკერვილსაც, ნაცსაც და ქოცსაც, ჩემთვის თქვენს შორის უკვე მხოლოდ ტოლობის ნიშანია.
მარტო რომ მომიწიოს ბრძოლამ უსამართლობისთვის, დავდგები და მარტო ვიბრძოლებ მაგრამ, თქვენთან ერთად არც ერთი დღე, არც ერთი საათი და არც ერთი წამი არ ვიქნები.. არასოდეს..“
კომენტარები