უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:
,,ერთი ხანდაზმული თაღლითი (რაც სასამართლომ დაადგინა) და მეორე მოღალატე – ამ ორი უავტორიტეტო გუნდის თუ პლატფორმის გაერთიანების ამბავში ჩაერთო პრეზიდენტი. მე მას მოვუწოდებ, სანამ ამ ქარტიაზე და სიგიჟეებზე ილაპარაკებთ, კეთილი ნებეთ და ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს. ათასამდე პატიმარი ელოდება თქვენს ხელმოწერას, რომ გათავისუფლდნენ. საბოლოო ჯამში მაინც შევა ძალაში ეს კანონი, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოა ვისთან გვაქვს საქმე. მას არ აინტერესებს ქართული ოჯახები, ქართული ინტერესები. ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს ქალბატონო, თქვენი მოვალეობა ერთხელ მაინც შეასრულეთ, კონსტიტუციას არღვევთ, ყველა კანონი და წესი დაარღვიეთ. ჩვენ შეგარჩიეთ, რომ ნეიტრალური ყოფილიყავით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში შალიკოს გაასწარით, გაასწარით ამ მწვალებელთა პარტიის ლიდერებსაც კი, იმდენად სიგიჟეს სჩადიხართ.”
კომენტარები