საქართველოს მეოთხე პრეზინდეტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა.
მარგველაშვილი, ცოტა ხნის წინ, გორში, რეგიონულ შეხვედრაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
“პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – ასე დაახასიათა სიტყვით გამოსვლისას “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ყოფილი პრეზიდენტი.
ძალიან დიდი სიამაყით და პატივისცემით, მინდა, გითხრათ, რომ ამ დიდ მოძრაობას უერთდება ერთი სერიოზული მხარდამჭერი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს, პრაქტიკულად, იყო ოპოზიციაში, რომლმაც შეინარჩუნა ინსტიტუტები, რომ არ მოქცეულიყო ვიღაცის გავლენის ქვეშ. პარტიოტი, პატიოსანი და უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი“- განაცხადა ხაზარაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები შიდა ქართლში, კერძოდ გორში, რეგიონულ შეხვედრას მართავენ.
კომენტარები