აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით უკვე 90 135 ადამიანი გარდაიცვალა.
„ბიბისი“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით აშშ-ში 820 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება უკვე 1.5 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“ 270 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.
დადასტურებული შემთხვევებითა და გარდაცვლილთა რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ პირველი ივნისისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს გადააჭარბებს.
კომენტარები