ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევით კიდევ ერთ არასრუწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მცირეწლოვანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ნათესავია. მცირეწლოვანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
სულ ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებიდან 15 არასრულწლოვანი იყო გადაყვანილი.
ამ მომენტისთვის, ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან კორონავირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის დედას და ორ მცირეწლოვან შვილს. ყველა რუხის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.
კომენტარები