ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა:
“ვამბობდი, რომ ბელარუსზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომი იქნება. მადლობა, პუტინმა ეს გუშინ დაადასტურა, როცა ბირთვულ დოქტრინაში შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსზე თავდასხმის დროს ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს და ეს უკვე მსოფლიო ომია. ეს არც დასავლეთს უნდა. ისინი ამისთვის მზად არ არიან. მაგრამ ჩვენ მათ გულწრფელად ვეუბნებით: წითელი ხაზი არის სახელმწიფო საზღვარი. თუ ფეხს დაადგამთ – პასუხი მყისიერი იქნება. ამისთვის ვემზადებით. ამაზე გულწრფელად და ღიად ვსაუბრობ“
კომენტარები