ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ და უნივერსიტეტისთვის ერთი წლის თავზე ავტორიზაციის მინიჭებას მონიტორინგის პირობით არ იზიარებენ.
სტუდენტები ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული რჩებიან.
ამასთან, ილიაუნის სტუდენტები საზოგადოებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და პოლიტიკურ პროცესებში აქტიუროდ ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
სტუდენტები ვეხმიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ვგმობთ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ქართველი და უცხოელი ექსპერტების უმაღლესი შეფასებებისა, უნივერსიტეტს მიანიჭოს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული და მუდამ ვიდგებით დემოკრატიის, თავისუფალი ნებისა და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე!
ვიაზრებთ რა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარი ველი გადის დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებზე, მოგიწოდებთ, ოცდაექვს ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!
შევხვდებით არჩევნებზე!, – ნათქვამია განცხადებაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია პირობებით და დათქმებით მიანიჭეს. უნივერსიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ეთანხმება და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
კომენტარები