დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერი ტალღააა მოსალოდნელი.
“აკრძალვების შერბილებისას შეიძლება, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც… შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით – ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება… ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება.” – თქვა იმნაძემ.
კომენტარები