Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 85% არ ემხრობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს.
კითხვაზე “ემხრობით თუ არ ემხრობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი “წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის გამო?”, შედეგები ასე გადანაწილდა:
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
კომენტარები