Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 37%-ს მიაჩნია, რომ განვითარება სწორი მიმართულებით ხდება.
ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
კომენტარები