დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილსა და მაისში ბ.ი.-მ 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
“სამართალდამცველებმა ბ.ი. 2020 წლის 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”- წერია განცხადებაში.
კომენტარები