საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ისრაელმა მასირებული საჰაერო დარტყმა მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას სამეთაურო ბუნკერებზე. სამიზნე ჰეზბოლას მაღალი იერარქიის ლიდერები იყვნენ. მოკლულებს შორის შესაძლებელია იყოს უშუალოდ ჰასან ნასრალაც, ჰეზბოლას ლიდერიც, რომელიც რეალურად თვალით ძალიან ცოტას თუ უნახავს. ბეირუთში სამხედროები და პოლიციაა მობილიზებული. ისინი ნასრალას მკვლელობის დადასტურების შემთხვევაში ქუჩებში ქაოსს ელოდებიან.
ეს ლიბანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური დარტყმა იყო 2006 წლის შემდეგ. ნასრალას მკვლელობის შემთხვევაში ჰეზბოლა, როგორც ძალა მნიშვნელოვნად დასუსტდება, რადგან ჰამასის მოკლული პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესაგან განსხვავებით, ნასრალა ჰეზბოლას პოლიტიკური, სულიერი და სამხედრო ლიდერის როლს ერთდროულად ითავსებს.
ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მაგრამ მყარი ლიდერობისა და ეფექტური კომუნიკაციების გარეშე მას შედეგიანი ფუნქციონირება შეეზღუდება. სწორედ ამ ორ კომპონენტს ურტყამენ ებრაელები. მიუხედავად იმისა თუ რა ბედი ეწია ნასრალას, ლიდერებზე და კომუნიკაციაზე მასირებული და ქსელური თავდასხმის ფონზე ჰებზოლა დღეს ბევრად დასუსტებულია ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს ბოლო 20 წლის განმავლობაში.
კომენტარები