საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ოთარ ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ემიგრანტებს მოუწოდებს, არ დაიჯერონ იმ ადამიანების, ვინც ეტყვის, რომ არჩევნებზე წასვლა რისკის შემცველია.
ვიცით, რომ ყველანაირი შეზღუდვები იქნება გამოყენებული. მაგალითად, რეგისტრაცია თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ და არავინ მოგიწოდებთ და დაგეხმარებათ, არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა. ბვერი თქვენთაგანი იძულებეული იქნება გადაადგილდეს, ვინაიდან, ძალიან ცოტა საარჩევნო უბანია გახსნილი. ასევე აპირებენ დაშინებას, რათა დაგარწმუნონ, რომ არალეგალებისთვის რისკის შემცველია არჩევნებზე წასვლა. არ დაიჯეროთ, თუ ვინმემ ამაზე დაიწყო დარწმუნება, რომ რისკი არსებობს, ჩაიწერეთ გვარი და სახელი და პირადად მომმართეთ მე. მზად ვარ დაგეხმაროთ, ყველანაირად“,- ამბობს ვიდეომიმართვაში ოთარ ზურაბიშვილი.
მანამდე Facebook-ზე პრეზიდენტის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა დაწერა, რომ წინასაარჩევნოდ პრობლემები მას უკვე შეექმნა, მისი შვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან.
ჩვენ (2 შვილი დარეჯანი და მე) ვართ საკონსულო აღრიცხვაზე. ოღონდ მე მარტო ვარ ცესკოს სიაში. განაცხადი შევიტანე“, – წერს ოთარ ზურაბიშვილი.
კომენტარები