“ჩვენ ვიცით საქართველოს მთავრობის მიდგომებთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი მათ კარს უკეტავს და საჯარო მღელვარების გამართლებას ასე ცდილობენ” – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” მიერ საქართველოში შექმნილი ვითარება კომპლექსურია.
ჩვენ ვიცით მთავრობის მიდგომებთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი მათ კარს უკეტავს და ასე ცდილობენ საჯარო მღელვარების გამართლებას, ჩვენ არ ვუკეტავთ კარს, ისინი გვიხურავენ კარს, ეს მათი ბრალია. ამიტომ ძალიან კომპლექსური სიტუაციაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ”, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
კომენტარები