ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სია, სიაში, სიით…როცა კონკრეტული შემოთავაზება იქნება, თავად მე გამცნობთ.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტები და ანალიტიკოსები, ცხადია, ყოველდღიურად, ონლაინ-ფორმატში ვიხილავთ და ვაჯერებთ პოზიციებს ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე. შემდეგ ამას საჯაროდ ვწერთ, ვამბობთ. უმეტეს შემთხვევაში მმართველი პარტიის პოლიტიკოსები ითვალისწინებენ, ზოგჯერ არ ეთანხმებიან.
ბუნებრივია, რომ ჩემ მეგობრებსა და კოლეგებს ცალკე აქვთ კომუნიკაცია სხვა კოლეგებთან და ა.შ.
ყველაფერი გვაქვს გამჭვირვალედ. საზოგადოებას ვუზიარებთ ჩვენ შეჯერებულ პოზიციას.”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ გია აბაშიძეს “ოცნების” საარჩევნო სიაში ვიხილავთ.
კომენტარები