“იმ ქარხნების გუგუნი მთელი ღამე არ მაძინებდა” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, ბორის ჩელე ყურუა “ოცნების” და ივანიშვილის 12 წლის წინ გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებს.
12 წლის წინ გაცემული დაპირებებიდან ყველაზე ხმაურიანი იყო ის 100 ქარხანა, რომელიც უნდა აეშენებინა და მთელი ღამე არ მაძინებდა გუშინ ამ ქარხნების გუგუნი. ყველაზე ხმაურიანი დაპირება ეს იყო. ის ხალხი, რომელმაც თავისი ხმა ბიძინა ივანიშვილს კარტოფილში გაუცვალა, ბევრად უფრო მოგებული დარჩა, ვიდრე ისინი, ვინც დაპირებებში გაუცვალა, იმიტომ, რომ იმ დაპირებებიდან არაფერი არ დარჩა და ის კარტოფილი დაჭრეს, შეიწვეს და ერთხელ მაინც ჭამეს”, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
კომენტარები