დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის ის ფული, რომელიც ხმარდება დაპირისპირებას და გახლეჩას.
„რატომ არ უნდა უნდოდეს გასაჯაროება. ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და შენი ფინანსები, ჩარიცხვები, დახარჯვები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე. ყველაფერი ნათელია. ეს შავი ფული, რომელიც შემოდის, ხმარდება რევოლუციის მომზადებას ქვეყანაში, ხმარდება ერთმანეთთან დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ექსტრემიზმის დაფინანსება, ვინ აფინანსებს ამას, ვინ დგას ამის უკან?! ყველაფერი ცხადია, ადამიანების შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, სარწმუნოების შელახვა, ამ ასაკის პატრიარქის შეურაცხყოფა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს ყველაფერი საიდან ფინანსდება, საზოგადოებამ ხო იცის ეს, ხომ ცხადია ყველაფერი?!“, – აცხადებს კახა კალაძემ.
“ალია” შეგახსენებთ, ადამიანების შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია არ არის ასაკის მიხედვით დაყოფილი, თუ მსგავსს აქვს ადგილი, ის ნებისმიერი ასაკის პირის მიმართ დაუშვებელია.
რაჟდენ კუპრაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომაც.
კომენტარები