“მთავარის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პრემიერის განცხადებას ეხმაურება და წერს:
უი, რაღაც შიშის სუნი მცემს.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა:
“მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ.
ასევე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.”
კომენტარები