პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
მართლა არ ვიცი რა ვთქვა. გუშინ კი ვთქვი ფეხში ისროლესთქო. როგორც ჩანს, წამოეწიათ რისხვა. იმ დონეზე არიან გასულები, ჰგონიათ უდიდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციას არჩევნებზე აკრძალავენ და საერთაშორისო საზოგადოება გულხელდაკრეფილი იჯდება. ლუზერობასაც აქვს საზღვარი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze. ახლა „დამოუკიდებელი“ ანტი-კორუფციული იმოქმედებს „დისკრეციის“ ფარგლებში.
მაგრამ „თავისუფალი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას რას უპირებთ? ნუთუ ასე შეურაცხყოფთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართლიან სასამართლოს, რომ მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობისკენ მოუწოდებთ თქვენი კორუფციის მცველ თქვენივე ფილიალს?
ეს სიგიჟე მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – მაგრად უჭირთ.
კომენტარები