პაკისტანში ორი თინეიჯერი გოგო იმ მოტივით მოკლეს, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე უცხო ბიჭთან იყვნენ აღბეჭდილნი. BBC-ის ინფორმაციით, ახალგაზრდები მათმა მშობლებმა მოკლეს. აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა ვაზირისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
აღნიშნული მკვლელობის ფაქტზე ორი მამაკაცი იქნა დაკავებული. მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია გოგოების მამა და ძმა.
როგორც ადგილობრივი პოლიციელები და მედიის წარმომადგენლები იუწყებიან, მკლელობის კონკრეტულ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ 16 და 18 წლის გოგოები იმყოფებოდნენ უცხო მამაკაცთან ერთად განმარტოვებით ერთ-ერთი შენობის ოთახში, რაც მსხვერპლთა ნათესავებმა ოჯახის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. ვიდეო ძალზე სწრაფად გავრცელდა პაკისტანურ სოციალურ მედიაში.
პოლიციის გამომძიებელთა თქმით, მათ მთავარ პრიორიტეტს ამ ეტაპზე წარმოადგენს უზრუნველყონ ვიდეოკადრებში აღბეჭდილი მესამე გოგოსა და ბიჭის სიცოცხლის უსაფრთხოება. Human Rights Watch-ის თქმით, ქალებზე ძალადობა განსაკუთრებით ხშირია პაკისტანში და უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკანასკნელი წლების განმავლობაში. ორგანიზაციის განცხადებით, ყოველ წლიურად მსგავსი სახით 1000-მდე მკვლელობის ფაქტი ფიქსირდება ყოველწლიურად პაკისტანში.
კომენტარები