პრემიერი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და გია ხუხაშვილს ტყუილში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ბაიდენის უარის შემდეგ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა არ ჰქონია.
იქ საუბარი იყო მხოლოდ გაეროს ფორმატში შეხვედრებზე. ყველა დანარჩენ შეხვედრასთან თუ მცდელობასთან დაკავშირებით საუბარი არის სრული სიცრუე. ჩვეულებრივი ტყუილია. მანამდე ითქვა ის, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობდით ისრაელი ხელისუფლების გამოყენებით, ესეც „ლელოს“ მხრიდან მოდიოდა, ერთ-ერთი ექსპერტის, ეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ისრაელის დახმარებით ვცდილობდით შეხვედრების ორგანიზებას. ზუსტად ასეთივე ტყუილია, ხაზარაძის, თაღლითის ხელწერაა, – ამბობს პრემიერი.
კომენტარები