14 წლის ფეხმძიმე სკოლის მოსწავლე რუსმა გოგონამ, რომელიც 1 წლის წინ აცხადებდა რომ იგი 10 წლის ბიჭისგან დაორსულდა, აღიარა, რომ მასზე 16 წლის არასრულწლოვანმა იძალადა და გააუპატიურა.
რუსი გოგონას ამბავი პოპულარული მსოფლიოს მასშტაბით გახდა მას შემდეგ, რაც მან საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში მოყვა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ბავშვის მამა 10 წლის ბიჭი იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ კი არასრულწლოვანმა გოგონამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან სიმართლის შესახებ ისაუბრა.
„ეს ძალზე მტკივნეული საკითხია ჩემთვის. არ შემიძლია გავექცე იმ ამბავს და იმ ტკივილს, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება ჩემს სულში. ეს იყო გაუპატიურება. არ შემიძლია გითხრათ, თუ როგორ მოხდა ეს, რადგან ძალზე მტკივნეულია ჩემთვის ამ ამბის გახსენება. დიდი ხნის განმავლობაში ამ ინციდენტის შემდეგ, მე ვერაფერს ვაკეთებდი- ძალზე მარტოხელა და შეშინებული ვიყავი.
მოძალადე 16 წლის იყო და არა იმ სკოლიდან, რომელშიც ის სწავლობდა. იგი თავის ასაკთან შედარებით ძალზე მაღალი და მსუქანი გახლდათ. ყველაზე სახიფათო ამ ამბავში ისაა, რომ იგი იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც მე ვარ და ეს ქალაქი ძალზე პატარაა. ეს მოხდა ნოემბერში, საცხოვრებელი კორპუსის კიბეებზე. ბნელოდა და ამიტომაც არავის შეეძლო ჩემი დახმარება. მეტს ვერაფერს გეტყვით, ვიმედოვნებ, რომ გამიგებთ „- განაცხადა დაზარალებულმა 14 წლის რუსმა გოგონამ.
პოლიციელთა თქმით, დარიამ სამართალდამცავებს მოძალადე ახალგაზრდის ვინაობა გაუმხილა.
„მე ვუთხარი ამ ამბის შესახებ მოსკოველ გამომძიებელს. ეს ადამიანი თავისუფალია ახლა, მას შემდეგ რაც მე გავაჩენ ბავშვს და თუ მისი დნმ-ი დაემთხვევა მოძალადისას, სამართალდამცავები იმოქმედებენ შესაბამისად“.
ნიუპოსტი
კომენტარები