თბილისში, კოსტავას 44 ნომერში პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე მისულ პოლიციას ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი დახვდა.
ისინი დეტალებზე არ საუბრობენ. არსებობდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის წინ თბილისის ცენტრში ლომბარდი დააყაჩაღეს, თუმცა ეს ფაქტი “ნიუპოსტს” შს სამინისტროში არ დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის ჰოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობვს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიუპოსტი
კომენტარები