მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.
“ძალიან მიხარია, რომ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა. 26 ოქტომბრამდე ჩვენ აქტიურად ვიქნებით ზუსტად ამ კლუბში. ძალიან კარგი გახსნა იყო და ყველანი დიდი შემართებით ვართ, ველოდებით 26 ოქტომბერს. მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას““, – აღნიშნა ბუზალაძემ.
კომენტარები