პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
გიორგი რურუას არ შეეცვალა აღმკვეთი ღონისძიება და ციხეში რჩება!
საუბარი იმაზე, რომ მას გაანთავისუფლებენ როცა მიუსჯიან, ისე როგორც უგულავას და ოქრუაშვილს, და ამის იმედით ეხლა ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე უნდა წავიდეს, არის უბრალოდ თავის მოტყუება!
თუ ოპოზიციამ მიიღო ეს სიტყვიერი პირობა და რურუას განთავისუფლების გარეშე მოაწერა ხელი შეთანხმებას, რურუას არავინ აღარ გაანთავისუფლებს მისჯის შემდეგ – ეს არის ფაქტი!
გიორგი რურუას განთავისუფლება გახლდათ შეთანხმების ისეთივე ნაწილი, როგორიც უგულავასი და ოქრუაშვილის და მისი შეუსრულებლობა ნიშნავს შეთანხმების დარღვევას.
ოპოზიციას არანაირი საფუძველი არა აქვს სიტყვაზე ენდოს თაღლით ხელისუფლებას, რომელმაც მრავალჯერ გატეხა სიტყვა.
ოპოზიცია ისევე პრინციპული უნდა დარჩეს დღესაც, როგორც იყო უგულავას და ოქრუაშვილის განთავისუფლებამდე და არ წავიდეს არანაირ შეთანხმებაზე ხელისუფლებასთან გიორგი რურუას განთავისუფლების გარეშე!
თავისუფლება გიორგი რურუას!
კომენტარები