ფოლკლორის მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, ბიზმესმენ გიორგი ნათენაძის (რომელიც ამტკიცებს რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბიზნესი წაართვეს) პასუხად, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თავად ეკონტაქტა გიორგი ნათენაძეს, გაეცნო დოკუმენტებს და მას არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბიზნესი წაართვეს, არ გააჩნია. გარდა ამისა, იგი წერს, რომ ნათენაძემ მას პირადად უამბო, რომ ხელისუფლება სთავაზობდა ამ თემის გააქტიურებას.
კომენტარებში, მას გიორგი ნათენაძე ეხმაურება და წერს, რომ მისი წერილი წილების წართმევას არ ეხება, იგი, არაფერს ამბობს იმაზე, მართლაც ჰქონდა თუ არა შეთავაზება ხელისუფლებისგან, წინასაარჩევნოდ გაეაქტიურებია ხსენებული თემა.
გიორგი უშიკიშვილი:
“მე ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ ვარ სამართლიანი, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, რომელიც ჩემს მეგობრებს ეხება.გიორგი ნათენაძეს ვიცნობ კარგად და უნდა აღვნიშნო რომ მის საქმიანობაზე ორი გადაცემაც კი მაქვს გაკეთებული. საკითხი რომელიც გიორგიმ ამ არჩევნების წინ წამოწია, ჩემთვის კარგად ცნობილია და ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, ჩემთან შატოში სტუმრობის დროს, გიორგი თავად მესაუბრა. ჩვენ საუბარს მისი მხრიდან ესწრებოდა ჩვენი საერთო მეგობარი და კიდევ ერთი, ჩემი მეგობარი. ნათენაძე თავად მომიყვა ამ ეგრეთ წოდებული ბიზნესის წართმევის ფაქტთან დაკავშირებით და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია იმისა რომ მას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქონება წაართვა. რაც მე მოვისმინე მისგან, ეს იყო ბიზნესთან დაკავშირებული ჩვეულებრივი დავა, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე პარტნიორებს შორის. უნდა აღვნიშნო რომ ის დღესაც ამ კომპანიის მეწილეა.გიორგიმ თავად გვიამბო რომ ხელისუფლებისგან ჰქონდა შემოთავაზება ამ თემის გააქტიურებასთან დაკავშირებით, რაზეც ვუთხარი რომ ეს უსამართლობა იყო და არ უნდა გაეკეთებინა.ამ თემაზე მე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს მისი განცხადება ვნახე…ვფიქრობ, რომ იმ დროს როდესაც გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევანთან ვდგავართ – ევროპა, ან რუსეთი – პროევროპული პოლიტიკური ძალის ლიდერებზე თავდასხმა არის რუსული სცენარით ნაკარნახევი…ძალიან ვწუხვარ რომ გიორგიმ ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ახლაც იგივეს ვეტყვი, რაც მაშინ – ხელისუფლება მას და ამ თემას სათავისოდ იყენებს, რაც მის სახელს სერიოზულ ზიანს აყენებს.”
კომენტარებში, გიორგი ნათენაძე წერს:
“გიორგი,ზუსტად შენ კარგად იცი სიმართლე რაც ხდებოდა და ხდება. ალბათ გაქვს რაღაც ვალდებულებები მამუკა რომ დაიცვა. მე არცერთ პარტიაში არ ვარ და დღეს არსებულ არცერთ პარტიის იდეოლოგიას არ ვემხრობი განსხვავებით შენგან, საარჩევნო სიაში ხარ და რა თქმა უნდა დაიცავ იმ პარტიის ლიდერს ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებს. მე და შენ საერთო გვაქვს ევროპული მომავლის არჩევანი, ოღონდ მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას, განსხვავება ესაა.ჯერ კარგად ნახე ჩემი პოსტი რაც დავწერე, იქ ვლაპარაკობ გაუბედურებულ ტერასებზე და არა წილების წართმევაზე. მაგას სასამართლოში გავარკვევთ. შენ თუ გული შეგტკიოდა ამ საკითხზე შეგეძლო ამ საკითხის მოგვარებაში დამხმარებოდი. აქ ყველაფერს ვერ დავწერ. დანარჩენი სასამართლოში. შენ კი ისევ მეგობრულად გირჩევ იყო გულწრფელი. არცერთ პარტიას თუ ხელისუფლებას ამ თემაზე მე არ გავურიგდები, მე მივყვები სასამართლოს გზას და იქ შევეცდები სიმართლის დამტკიცებას.”
გიორგი უშიკიშვილი პასუხობს:
“გიორგი დაუჯერებელი ისაა რომ ამ მთავრობის დროს მამუკამ და ბადრიმ ბიზნესი წაგართვა და წლებია ამაზე არავინ რეაგირებს. მხოლოდ არჩვენების წინ ხდება შენგან ამის წამოწევა. შედეგი იცი რა იქნება? თუ ეს ხელისუფლება დარჩა, შენს რესტორანს და ბიზნესს მაინც შეექმნება პრობლემა იმიტომ რომ რუსეთში აღმოვჩნდებით და არც რაბათის დირექტორად დაგნიშნავენ თავიდან. თუ დაგნიშავენ ისევ დროებით! სიმართლეა აქ მთავარი და არა ის, ვისთან რა ვალდებულება მაქვს! მე არავისთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს ჩემი ქვეყნის გარდა!
კიდევ უარესი თუ მხოლოდ ტერასების ბედი გაწუხებს და არჩევნების წინ დაიწყე რუსული ხელისუფლების თამაში.”
კომენტარები