ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერების პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა. ნიკა გვარამიამ განაცხადა:
„პროცესი, ჩემი აზრით, სწორად მიდის, პრეზიდენტის ინიციატივაც დრულია და რაციონალურია. სახელები , გვარები და კულუარული განხილვის პროცესი არ არის, ეს არის პროცესი, როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს იმის განცდა, რომ დიახ, ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ქვეყნის ანტიევოპული კრიზისიდან გამოყვანაზე ვთანხმდებით, ამომრჩეველს სჭირებდა სტაბილუორობის განცდა, ჩვენი ერთიანობის დანახვა , ყველას თავისი პარტიული არჩევანი აქვს, მაგრამ ყველა ერთად იმას უნდა ვამბობდეთ, რაც არის სწორი. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთკამათის და დაპირისპირების გარეშე, გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება და ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს, ამომრჩევლის, ისტორიის და მომავალი თაობების წინაშე.
პრეზიდენტის როლი შეუფასებელია, მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე, კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა. მთავარია, ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანაში, ოპოზიციასაც მათ შორის, მისცემს მეტ დროს, მისცეს შეთანხმებული, სინქრონული მოქმედება, კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს, არის კარგი და ერთადერთი ადამიანი, ვინც შეიძლება ამაზე პასუხისმგებლობ აიღოს, იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი“, – განაცხადა გვარამიამ.
კომენტარები