ჟურნალისტი, შორენა გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ ვიცი , ინტუიციაა თუ მესამე თვალი, თუ გინდ გუმანი დაარქვით, თუნდაც არაფერი დაარქვათ – გამოხედვით, დგომით, მოდად ქცეული კოლექტიური მორალით, ან ამ კოლექტიური შეფარული ლიბერალიზმის გამტარებლური ბრტყელი ფრაზებით ვცნობ ამ ახალი ჯიშის ჰუმანოიდებს, საკმარისია ერთი სიტყვა და დაჭერილია ყურებით… ლგბტ შენმა ” მამამ”დაარქვა და მე 25 წლის წინაც მიყვარდა და პატივს ვცემდი ბიჭს, რომელსაც ბიჭი მოსწონდა და გოგოს, რომელიც ეტრფოდა ქალს, ”უმცირესობაც” შენმა მამამ უწოდა, ”სიყვარულისთვის” ფულს რომ გიხდის, რომ ამ ფრაზებით ერთ დაზგაზე შეყრილი ხალხის უფლებები დააკანონო.
ლგბტ და უმცირესობა არა, მას ნიკა, ერეკლე, მზია და ლეილა ჰქვია…. ადამიანია და შენ იცავდი მას წლების წინ? გიცემია ვინმე მისთვის, როცა ჯგუფურად ურტყამდნენ? მე კი და არაერთგზის – და გიჟს მეძახდნენ ამისთვის, შენც მეძახოდი მათ შორის, შიშით თუ სიმორცხვით, ჩუმად…
შენ მეგობრობდი და დადიოდი მასთან ერთად შეუდრეკლად ქუჩებში? მე კი და ვამაყობდი კიდეც იმით რომ ჩემი მეგობარი იყო! მაგრამ დღეს შენ ხარ წინ, შენი გრძნობების სიყალბის მაღალი დიაპაზონით და აქეთ გამოიშვერ თითს, არიქა ჩაქოლეთ – ესაა და ისაო… დამავიწყდა თქვენი მამის მოგონილი ზედმეტსახელები – ქსენოფობი და ა.შ. ლიბერალიზმის ტრენდულ და მაღალანაზღაურებად კედელს ამოფარებამდე სად იყავი შენ? საიდან აღმოცენდი? მაშინ აყვირდი, რომ გითხრეს აგერ ვარ და დაგიცავო? მარტო არ მახსოვხარ, მარტო ბრძოლა თუ არ შეგეძლო, ვერც მასაში გახვალ ფონს, ესაა თქვენი კოლექტივის სისუსტის ხერხემალი, სხვა ყველა ადამიანურ და გაყიდულ ღირებულებებთან ერთად! პონჭყო გუბიდან ამომხტარი ბაყაყები მიდგას თვალწინ, თქვენ რომ გხედავთ, ეს თქვენ ყოფთ ადამიანებს უმცირესობად და უმრაბლესობად და თქვენვე ასვამთ დამღას ადამიანებს, თორემ მე ყოველთვის ნაპირებს გადასული შადრევანი ვიყავი და ვარ!”
sweet dreams”
კომენტარები