მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყენბს:
,,ევროპარლამენტში გუშინდელ დებატებზე, ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ ჩემი აზრით რეზოლუციაში მთავარი ჩანაწერია ის, სადაც წერია რომ საქართველოს მთავრობა უნდა ემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადასაბარებლად.
გუშინ ასევე გავხდით გაუგონარი სკანდალის მოწმე, პიატიგორსკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, იტალიელმა დეპუტატმა საქართველოს საელჩოს მონახულების შემდეგ შეადგინა რეზოლუცია, სადაც (დიდი ალბათობით ოფიციალური თბილისის მოთხოვნით) ჩაწერა, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ.
ევროპარლამენტმა საერთოდ უარი თქვა ამ რეზოლუციის განხილვაზე, მაგრამ ეს პრორუსი მარგინალი ევროპარლამენტარი ახლა არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მეგობარი ბრიუსელში, თუ ეს არაა ღალატი, მაშინ რა!”
კომენტარები