ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი განცხადებას აქვეყნებს:
,,ჩემო ძვირფასებო, ტოტალური სატელევიზიო ბლოკადის გამო, რაც დაგვიწესა პირველ რიგში ოლიგარქიულმა ოპოზიციამ, მივიღე გადაწყვეტილება, არჩევნებამდე გადავიდეთ ფეისბუქ-ჩართვების ყოველდღიურ რეჟიმზე, რუბრიკით – “უსმინეთ შალვას”, რათა ზუსტად ავსახოთ ყოველდღიური პროცესები, რომლებიც ისტორიულია ქვეყნისა და ჩვენი მომავლისათვის.
გადაცემა დაიწყება დღეიდან, ყოველდღიურად 20:30-ზე და გაგრძელდება ნახევარი საათი. კითხვებზე ჩვეულებრივ გაეცემა პასუხი. გზადაგზა შესაძლებელია ფორმატში ჩავრთოთ ტიკტოკი და იუთუბიც.
მაშ ასე, გადადეთ ყველა საქმე, გააფრთხილეთ ახლობლები და გვიყურეთ აქ, დღეს 20 საათი და 30 წუთიდან, უსმინეთ შალვას”
კომენტარები