• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

ალია ავტორი - ალია
13:50 10-10-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილულითემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად თიბისისთვისაც მნიშვნელოვანია.

თიბისიში შექმნილი ერთ–ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე DevOps ინჟინერისგან შედგება, რომლებიც კომპანიის მასშტაბით ბიზნეს მიმართულებებზე არიან გადანაწილებულები. თითოეულ ამ მიმართულებას საკუთარი ლიდერი ჰყავს. სწორედ მიმართულების ლიდებითა და DevOps არქიტექტებით დაკომპლექტდა გუნდი გაემგზავრა DevOpsDays Portugal-ზე.

კონფერენციაზე თიბისიდან 11 ადამიანი იმყოფებოდა და რამდენიმე მათგანმა DevOpsDays-ზემიღებულ გამოცდილებასა და ემოციებზე საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ DevOpsDays Portugal მათი კარიერული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა იყო.

ქეთი წიკლაური გვიყვება, რომ კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თიბისის ტექ გუნდი, რომ კომპანია იმავე ხელსაწყოებითა თუ მიდგომებით ცდილობს თანამედროვე სირთულეების დაძლევას, რომლებსაც წარმატებული, ყველასთვის ნაცნობი ორგანიზაციებიც იყენებენ. ქეთის განსაკუთრებული აღფრთოვანება DevOps-ის მიმართულებით ცნობილი პროფესიონალების გამოსვლებმა გამოიწვია, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარეს.

“საინტერესო იყო პროფესიონალების გამოსვლები. მაგალითად, დანიელ რექუენა, რომელსაც ძალიან საიტერესო გზა აქვს გავლილი თავის პრაქტიკაში დაამჟამად პლატფორმის ინჟინერია. ის საკუთარ გამოცდილებასა და გამოვლილ პრობლემებზე დაყრდნობით, გვესაუბრა, როგორ გადავჭრათპ რობლემები მარტივად”, – გვიყვება ქეთი.

მიმართულების ლიდმა, ჯაბა მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მსოფლიო დონის პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესიონალს მთელი რიგი საკითხებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების უფრო ღრმა გაგებაში ეხმარება.

ჯაბას პათოსი ვანო ახვლედიანმა და ირაკლი ბერეჟიანმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ  DevOpsDays მხოლოს ტექნიკურ ცოდნას არ ეხება. მათი აზრით, ისეთი პიროვნული უნარები, როგორიც არის ეფექტური კომუნიკაცია და პროფესიული სანაცნობო წრის ჩამოყალიბება, ინჟინრის პროფესიულ საქმიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

“ძალიან კარგი იყო ნეთვორქინგის კუთხით. გავიცანით ბევრი უცხოელი კოლეგა და გავაზიარეთ ერთმანეთის აზრები. ასევე გავიცანით და შევხვდით ისეთ ადამიანებს, ვის ვიდეოებზეც გვისწავლია და განვითარებულვართ. ამ მხრივ ძალიან კარგი და შედეგიანი მოგზაურობა იყო”, – ამბობს ვანო.

რა თქმა უნდა, რა ხდება ორგანიზაციაში, რა არის მათი მიზანი და ამომავალი წერტილი უშუალოდ იქდასაქმებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან. როგორც თიბისის ტექ გუნდის წევრები ამბობენ, კომპანიის ერთ–ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვაც არის. მათი თქმით, განვითარებული და თავდაჯერებული თანამშრომელი კომპანიის წარმატების საწინდარია და ამის მიღება ზუსტად ისეთ კონფერენციებზეა შესაძლებელი, როგორიცაა DevOpsDays Portugal.

“თიბისი “სტანდარტული” ბანკი არ არის – ეს ტექკომპანიაა, რომელიც ცდილობს თავისი ტექტალანტების კომპეტენცია მუდმივად აამაღლოს, რისთვისაც მსგავს კონფერენციებს იყენებს”, –აღნიშნა ჯაბა მაჭარაშვილმა.

DevOpsDays პორტუგალიური თავგადასავალი თიბისის ტექ გუნდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ინდუსტრიის ლიდერებთან თანამშრომლობით და ცოდნის გაზიარებით, თიბისის DevOps ინჟინრები მზად არიან, გამოწვევებს გაუმკლავდნენ და კომპანიის შიგნით საჭირო ინოვაციები განახორციელონ.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved