ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, იმედს და რუსთავი2–ს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ისინი ახლა მას არ დაუჭერენ მხარს, ნაციონალური მოძრაობის რევანშს უნდა ველოდოთ.
გიორგი გახარია:
მინდა მივმართო პარტიულ მედიებს, „იმედს“, „რუსთავი 2-ს“, მათ თანამშრომლებს, მათ მაყურებლებს: მეგობრებო, თქვენ თუ მართლა გაქვთ ის გაცხადებული სურვილი, რომ არ დაუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, იცოდეთ და შეხედეთ ამ უსუსურ „ოცნებას“, რომელსაც არაფრის თავი აღარ აქვს, უკვე გუნდურებიც აღარ არიან, ერთმანეთს ებრძვიან თვითგადარჩენისთვის. თქვენ თუ მართლა გაქვთ ეს გაცხადებული მიზანი და ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გაგვიხსენით ეთერები და გაუშვით ჩვენი წინასაარჩევნო რეკლამა თქვენს ეთერებში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ერთად არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რაც მე მჯერა, რომ არის თქვენი მიზანიც, ისევე როგორც ჩვენი, რომელიც ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და ყოველთვის ვადასტურებთ. ყოველთვის ვიქნებით იმ პრინციპის მომხრეები, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ „ოცნება“ და უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთდროულად; რომ არც ერთმა ადამიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი პროცენტი რევანშისტული იდეები არ დაუშვას. ამის გაკეთება შეგვიძლია დღეს მხოლოდ ჩვენ. მოგვეხმარეთ ამაში, თუ თქვენი სურვილი გულწრფელია და თქვენ ემსახურებით ქართველ ხალხს.
ვგონებს, ბევრს დაავიწყდა, რომ იმ ცნობილ წერილში, რომელიც პოლიტიკოსს მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან მიიღო, ეწერა:
- წერილის ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას – „უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)“;
აღმოჩნდება, თუ არა, გიორგი გახარიას ანაბეჭდები წერილზე, ეს კითხვა ჟურნალისტებმა მას 2019 წლის 21 ოქტომბერს დაუსვეს.
მისი პასუხი ასეთი იყო:
“არ ვიცი უკვე ამას როგორ ვუპასუხო… ისე ვითარდება ეს ყველაფერი… ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები-მეთქი – რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი… ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ”.
ბოლო პერიოდში ეს წერილი თითქოს დავიწყებას მიეცა, თუმცა, როგორც უნდა იყოს ეს კონკრეტული შემთხვევა, ფაქტი ერთია, პრემიერობის პერიოდში, გახარია ღიად არ გამოხატავდა უკმაყოფილებას ტვ იმედის და რუსთავი2–ის მიმართ, ისევე, როგორც, ეს ტელევიზიები არ აკრიტიკებდნენ იმჟამინდელ პრემიერს.
კომენტარები