ბოლო პერიოდში, მანქანის გაქირავების სერვისებმა, გასაქირავებელი მანქანების რაოდენობამ იმატა. თუმცა, კითხვა, სად სჯობს მანქანა ვიქირაო, სად არის მეტი არჩევანი, რა პირობებით სჯობს ვიქირაო, სად ვნახო გაქირავების სერვისი, რომელსაც მომხმარებელთა დადებითი რეკომენდაციები ექნება – კვლავაც აქტუალურია.
შვებულების პერიოდში, ლაშქრობასა და დასასვენებელად წასვლისას რომ მანქანის ქირაობა სჯობია, მგონი, ეს უკვე ყველამ იცით. საკუთარი მანქანა როცა გაფუჭებულია, მაშინ რომ უალტერნატივოა, ეგა ხომ ისედაც ცხადია?
იმისათვის, რომ წვეულებებმა უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაიაროს, უმჯობესია წინასწარ დაგეგმო ყველა დეტალი. დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ აღნიშნავ? იდეალურია მანქანის ქირაობა მძღოლის სერვისით. კომფორტი ბედნიერ წუთებს კიდევ მეტად დაუვიწყებელს ხდის.
მოდი, დღეს იმ დღეზე ვისაუბროთ, რომელიც ნებისმიერი ადამიანისათვის დაუვიწყარია, ქორწილი – ცხოვრების მთავარი წვეულება.
რატომ უნდა ვიქირაო ქორწილისთვის მანქანა?
ბევრი მიზეზი არსებობს ამისათვის, მაგალითად, გგონია, ნებისმიერი ქორწილისთვის ნებისმიერი მანქანა გამოდგება? გაგიკვირდება და ზოგჯერ ყველაზე ძვირადღირებული მანქანაც კი, შეიძლება, სულაც არ მოუხდეს შენ დღესასწაულს. გარდა ამისა, საქორწილო მანქანა უნდა გაფორმდეს, ხომ? ყველაზე მოკრძალებული დეკორაციითაც კი, რისკავ მანქანის დაზიანებას, გამქირავებელს კი გამოცდილება აქვს, ეს უკვე ბევრჯერ გაუკეთებია.
ასევე, ასეთი მნიშვნელოვანი დღისთვის, შეგიძლია იქირაო ისეთი მანქანები, რომელთა შეძენა ყველას როდი შეუძლია, მაგალითად, ლამბორჯინი, ბენტლი, კადილაკი – თუ ქორწილში არა, მაშ, როდის შეიძლება კიდევ ამ მდიდრული მანქანებით გასეირნება?
პირველ რიგში, უნდა იცოდე როგორ, რა სტილში წარმოგიდგენია შენი ქორწილი, კი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, თუ მყუდრო გარემოში აპირებ აღნიშვნას, ჯიპები ცოტა არ იყოს უცნაურად გამოიყურება. ამ შემთხვევაში კლასიკური, ელეგანტური მანქანები უფრო მოუხდება შენს საღამოს. ან, დავუშვათ, სანაპიროზე გაქვს ქორწილი, შეგიძლია ლიმუზინით წახვიდე, მაგრამ, მოუხდება? თანხვედრაში იქნება ქორწილის კონფეცფიასთან?
სტუმრების რაოდენობა ზუსტად უნდა გქონდეს გაწერილი, რადგან საქორწილო მსვლელობა მხოლოდ ახალდაქორწინებულთა მანქანას არ მოიაზრებს, არამედ, მოწმეებისა და ოჯახის წევრებისთვის, უახლოესი მეგობრების და ნათესავებისთვისაც. თუ დიდ ქორწილს გეგმავ, იდეალურია, მსვლელობისთვის რამდენიმე მანქანა შეუკვეთო და ასევე, განიხილო მიკროავტობუსის, ან ავტობუსის დაქირავებაც დანარჩენი სტუმრებისთვის.
რა უნდა გაარკვიო, სანამ იქირავებ?
წინასწარ გაარკვიე, რა შედის მომსახურებაში, რა – დამატებით ფასში – მაგალითად, მორთვა მანქანების, სასმელი მანქანაში, მძღოლის მომსახურება და ა.შ.
გაარკვიე ხომ შედის ფასში დაზღვევა და რამდენად კარგი დაზღვევაა, ხომ არ არის შეზღუდვა მარშრუტებზე და ხომ არ აქვს კილომეტრის ლიმიტი?
ულიმიტო მხარდაჭერა – გამომდინარე იქედან, რომ ეს განსაკუთრებული წვეულებაა, მიზანშეწონილია გამქირავებელმა უზრუნველჰყოს სადღეღამისო მხარდაჭერა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციისას.
ასევე, დარწმუნდი, რომ სუფთა, მოვლილ მდგომარეობაში იქნება ქორწილის დღეს მანქანა.
საქორწილო მანქანების პოვნა რთული გამოწვევაა, გარდა იმისას, რომ უნდა შეასრულოს ტრანსპორტის ფუნქცია, უნდა იყოს მორგებული ქორწილის სტილზე, სადღესასწაულო გარემოს კარგად უნდა ერწყმოდეს. ცხადია, მანქანა სელფს თავად ვერ გადაიღებს, მაგრამ ფოტოებში კარგად უნდა გამოიყურებოდეს.
რა უნდა გაითვალისწინო საქორწილო მანქანის შერჩევისას?
სტერეოტიპები
არაერთი მითია ქორწილზე, მაგალითად, მაისში არ შეიძლება აღნიშვნა, კაბა მხოლოდ თეთრი უნდა იყოს და ა.შ. მანქანაზეც არსებობს სტერეოტიპი, ზოგი თვლის, რომ ახალდაქორწინებულთა მანქანა თეთრი ფერი უნდა იყოს. რეალურად კი, მანქანის ფერი ჰარმონიული იყოს ქორწილის გაფორმების ფერებთან, ხაზს უნდა უსვამდეს ახალდაქორწინებულთა ინდივიდუალურობას, უნდა ერგებოდეს წელიწადის დროს, ზაფხულში, თუ შეიძლება კაშკაშა ფერის კაბრიოლეტი იქირაო ქორწილისთვის, ზამთარში ლურჯი, ან იასამნისფერი, დახურული მანქანის ქირაობა სჯობს.
კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომ მანქანაზე აუცილებლად დიდი რაოდენობით უნდა იყოს სადღესასწაულო დეკორაციები. საბოლოოდ, ეს გემოვნების ამბავია, თუმცა, ერთი რამ ცხადია, ზედმეტად გაფორმებული მანქანა, უმეტესად, არც თუ ლამაზია ხოლმე და ახალდაქორწინებულებიც ჩაკარგულებად მოსჩანან დეკორაციებში. ყვავილების პატარა თაიგული კართან და მანქანის უკანა ნაწილის გაფორმება ზოგჯერ ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე მანქანის წინა მხარეს დამაგრებული თოჯინები.
რას მივაქციო ყურადღება სალონის არჩევისას?
დაიმახსოვრე, ქორწილის დღეს, შენი მთავარი წვეულების დღეს, ამ მანქანაში შენ მინიმუმ ერთ საათს მაინც გაატარებ, მაქსიმუმ 3 და მეტ საათს, გააჩნია, გზის სიგრძეს. შესაბამისად, ინტერიერი უნდა იყოს შენთვის კომფორტული.
მაინც რა უნდა გაითვალისწინო? – ყველაფერი, კარის სიმაღლე მიწიდან, ფეხის საყრდენი, კარის გაღების კუთხე, კარის გახსნის სიგანე, დაშორება წინა და უკანა სავარძლებს შორის, ამ დეტალებს უკეთ დააკვირდები, თუ უკვე გეცოდინება, როგორი კაბა აცვია პატარძალს, ვიწრო, გრძელი კუდით, თუ ზედმეტად გაშლილი.
ვინ უნდა „დაემგზავროს“ ახალდაქორწინებულებს?
იდეალური ვარიანტია მძღოლი, მძღოლის გვერდით ფოტოგრაფი და უკანა სავარძელზე ახალდაქორწინებულები. ასე ბევრად კომფორტულად იმგზავრებ და ფოტოგრაფიც საჭიროებისას, ერთი ხელის გაწვდენაზე გეყოლება.
ხშირად დასმული კითხვები ქირავნობასთან დაკავშირებით:
დრო – რთულია გამოიცნო ზუსტად რა დროით დაგჭირდება მანქანა, რა დროს წაიღებს, ესა თუ ის რიტუალი, გზა, – სჯობს, ფორად მეტი დროით იქირაო, ვიდრე შუა გზიდან მოგიწიოს დამქირავებელთან დარეკვა დროის გასახანგრძლივებლად. საუკეთესო ვარიანტია მთელი დღით ქირაობა.
მძღოლი – იდეალურია თუ მანქანის გამქირავებელი უზრუნველჰყოფს მძღოლს მანქანის გაქირავების სერვისთან ერთად – ასე თავისუფლდები პასუხისმგებლობისგან, მართვის პასუხიმგებლობისგან, მაგალითად, ასევე მანქანა არ საჭიროებს ყურადღებას, როცა რომელიმე რიტუალის გამო ტოვებ მას.
რა მანქანის დაქირავება სჯობს?
კაბრიოლეტი საუკეთესო ვარიანტია ზაფხულში გამართული ქორწილისთვის, დაუვიწყარ ემოციას მოგანიჭებს ღია მანქანით სიარული ქუჩებში, ფოტოებითაც მეტად ისიამოვნებ. ამინდის პროგნოზი რომ უნდა აკონტროლო, ისედაც ხომ იცი და წვიმის შემთხვევაში, დახურული მანქანა რომ უნდა იქირაო, ალბათ, ეგაც. თუ ზაფხულში, უამინდობის გამო, დახურულ მანქანას იქირავებ, არ დაგავიწყდეს, კონდიციონერი შეამოწმო, როგორ მუშაობს, რადგან ფანჯრების გაღება ვარცხნილობას გაფუჭების რისკის ქვეშ გაყენებს.
ჯიპი – უხეში, ცოტათი აგრესიული მოდელი, იდეალურია მაშინ, როცა საქორწილო კორტეჟს ცუდი გზის გავლა უწევს, როცა ქორწილი გარე სივრცეში, ველურ ბუნებაშია დაგეგმილი. ასევე ჯიპი ძალიან კარგი საშუალება საქორწილო მოგზაურობისას. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თანამედროვე ჯიპებში კომფორტი და დიზაინი ერთმანეთს ერწყმის.
სპორტული მანქანა – თუ სიჩქარე და ძალა გიყვარს, ამ მანქანით შენი დღესასწაული შეგიძლია აქციო დაუვიწყარ დღედ. კომფორტულიცაა და ხმამაღალი განაცხადით, შეუმჩნეველი არავის დარჩები. ქორწილის კონფეციიდან გამომდინარე შეგიძლია აირჩიო, მაგალითად, ძვირადღირებული ბენტლი, ან სწრაფი პორშე.
რეტრო მანქანები – ისინი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა ჩვენმა ბაბუებმა იქორწილეს, როგორც წესი, საჭიროებენ მუდმივ სპეციალურ ტექნიკურ განახლებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ტექნიკურ საკითხებს დიდი დრო დაუთმე და დარწმუნდი, რომ სრულად მოწესრიგებულია.
ლიმუზინი – ლიმუზინის მოყვარულებმა წინასწარ უნდა დააზუსტონ სალონში ადგილების განლაგება. დამიჯერე, განლაგებას, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
დაიმახსოვრე – რომელი მანქანაც უნდა აირჩიო, შეკვეთამდე აუცილებლად პირადად შეამოწმე მანქანა.
ინდივიდუალიზმი:
ადამიანების გემოვნება და ფანტაზიები განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს გვძენს თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალიზმს. ეცადე, საკუთარ თავს მოუსმინო და ყველა ის ფანტაზია აიხდინო, რომელიც თუნდაც სისულელედ გეჩვენება. მაგალითად, თუ ძალიან გინდა თოვლიან იანვარში ქორწილისთვის კაბრიოლეტი იქირაო, არც ამაზე უთხრა თავს უარი, უბრალოდ, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრე, რომ თაფლობის თვის გატარება გაციებულებს არ მოგიწიოთ.
რატომაა უკეთესი, სტუმრებისთვისაც იქირაო მანქანა?
ასე თავიდან აირიდებ დაგვიანებებს, პრობლემებს, ყველა სტუმრის გადაადგილებაზე გამქირავებელი იზრუნებს. სტუმრებისთვის შეგიძლია იქირაო მიკროავტობუსი, ან მინივენები, შესაძლებელია, იაფფასიანი სედანებიც აარჩიო.
და ბოლოს, როცა შეხვალ იმ გვერდზე, სადაც მანქანის გაქირავების დიდი არჩევანია, არ ჩათვალო დაკარგულად ის რამდენიმე საათი, რომელსაც ყველა განცხადების და ყველა კომენტარის წაკითხვაში გაატარებ, რადგან, იმათი გამოცდილება, ვინც უკვე მიიღო მომსახურება, ძალიან წაგადგება.
არ დაგავიწყდეს, მთავარი შენ ხარ შენ ცხოვრებაში და შენ საუკეთესოს იმსახურებ.
(R)
კომენტარები