ავეჯზე მოთხოვნების შესწავლას და გათვალისწინებას ყველა ის კომპანია ცდილობს, რომელიც ბაზარზე ოპერირებს ავეჯის დამზადების და გაყიდვის კუთხით, ამისათვის სპეციალური გამოკითხვებიც ხშირად ტარდება.
ავეჯი ზოგისთვის აუცილებელი ნივთია, ზოგისთვის – ფუფუნების საგანი.
ზოგისთვის კომფორტი ყველაზე ძვირად ფასობს, ზოგს ურჩევნია, მთელი წელი კომფორტის უფლება არ მისცეს თავს და შემდეგ შვებულების ორი კვირა დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოს. გამოკითხვის მიხედვით, ზოგი ადამიანი ცდილობს, თავად შექმნას ავეჯი საკუთარი სახლისთვის და მის დამზადებას წლებსაც კი ანდომებს, თუმცა, ასეთი შემთხვევები ნამდვილად ერთეულია.
ალბათ, ფიქრობთ, რომ გამოკითხვისას, კითხვის, ძვირადღირებული ავეჯი სჯობს, თუ იაფფასიანი, უმრავლესობამ პასუხად იაფასიანი აირჩია, ხომ? – ამ დროს, სულაც არა, უმრავლესობა თვლის, რომ მაშინაც კი, თუ არ აქვს სასურველი თანხა, სჯობს, დაელოდოს, დააგროვოს და შემდეგ იყიდოს ძვირადღირებული, გამძლე, ხარისხიანი, კომფორტული ავეჯი, ფიქრობს, რომ არაგამძლე ავეჯის ხშირად გამოცვლა, საბოლოო ჯამში მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული.
კვლევების მიხედვით, მყიდველს ყველაზე მეტად აინტერესებს რბილი, საბავშვო და სამზარეულოს ავეჯი. როგორც გაირკვა, მისაღები ოთახისთვის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას ინტერესდება ავეჯით.
გაგიკვირდება და დიდი მოთხოვნით სარგებლობს ასევე კაბინეტის ავეჯი.
საძინებლის კომპლქტებით ყოველი მესამე ადამიანი ინტერესდება.
ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა ასევე აბაზანის ავეჯზე – ტევად, სპეციალურ კარადებზე აბაზანისთვის, მაგალითად.
უცხოური, თუ ადგილობრივი?
წინა წლებში, დიდი წილი გაყიდული ავეჯისა, იმპორტულ წილზე მოდიოდა, დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი. გემოვნებიანი მყიდველი აღარ ეძებს რომელიმე კომპანიის მიერ შექმნილ ავეჯს, ურჩევნია, მის სახლს, მისივე საჭიროებისამებრ მოარგოს ავეჯი. გარდა ამისა, უცხოური ავეჯის ყიდვისას, უკვე იცის, რომ გარდა იმისა, რომ იხდის ავეჯის მასალის, ავეჯის დამზადების თანხას, ცალკე, ლამის ერთი იმდენს იხდის მხოლოდ ბრენდის სახელში, ასევე, არც ისე უმნიშვნელო თანხა ემატება უცხოეთიდან ტრანსპორტირების, რჩენა უნდა მაღაზიასა და მაღაზიის თანამშრომლებსაც და ეს ხარჯიც მომხმარებლის კისერზეა.
არის კიდევ ერთი საკითხი – მომხმარებელთა არც თუ ცოტა ნაწილი ამბობს, რომ ფასს არ აქვს მისთვის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ რჩებოდა იმპორტირებული ავეჯის მიმდევრად, მაგრამ სამწუხაროდ, ხარისხი არც ისეთი კარგი აღმოჩნდა, როგორ მიმზიდველადაც აღწერდნენ რეკლამაში.
ცნობისთვის, მომხმარებელი, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა ფასს, აპატიებს მწარმოებელს ფასის გაორმაგებას, გასამმაგებას, გახუთმაგებასაც, მაგრამ არასოდეს აპატიებს უხარისხობას.
–აჰა, ანუ, მთავარი ხარისხია? – გაიფიქრებ ახლა.
სხვათა შორის, მხოლოდ ხარისხიანი წარმოება სულაც არ არის წარმატების გასაღები. კარგად დაგეგმილ მარკეტინგულ პოლიტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ავეჯი ის პროდუქტია, რომლის ვიზუალით, ხარისხით და კომფორტულობით ერთნაირად ინტერესდება მყიდველი, ამიტომ ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის სწორ ადგილას განთავსებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კვლევის მიხედვით დამტკიცდა, რომ ადამიანები საათებს ატარებენ ინტერნეტში ავეჯის შესარჩევად, კითხულობენ ათობით განცხადებას, კომენტარებს, ადარებენ ერთმანეთს ავეჯს და მისი დამზადების პირობებს.
ერთი პერიოდი, ნებისმიერი უცხოური წარმოების ნივთს მეტი გაყიდვა ჰქონდა, ვიდრე ადგილობრივად დამზადებულ ავეჯს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, თუ ადგილობრივი კომპანია ხსნის სასტუმროს, ცდილობს აქცენტი გააკეთოს ბრენდულ, უცხოურ ავეჯზე და ამ დროს, უცხოელი ინვესტორების დიდი ნაწილი, სწორედ, ადგილობრივ ბაზარზე, ადგილზე ამზადებინებს ავეჯს, რადგან, იცის, ამ გზით თანხასაც დაზოგავენ და ხარისხის კონტროლის, არჩევის შესაძლებლობაც აქვს.
როგორ ვაკონტროლო ხარისხი?
ერთ–ერთ ფორუმზე, მომხმარებელი წერდა, რომ იმპორტული დივანი იყიდა, მალევე გაუფუჭდა, ჩაიზნიქა ადგილ–ადგილ, გაიცრიცა მატერია, როცა რესტავრაცია გადაწყვიტა და ხელოსანმა გახსნა დივანი, შიგნით ქაფის, რეზინის ნაგლეჯების, ჭანჭიკების და დაპრესილი ნახერხის მეტი ვერც ვერაფერი ნახა, ავეჯის საყრდენიც კი არ იყო გამძლე მასალისგან დამზადებული. ქსოვილიც, როგორც მერე გაარკვია, არ იყო ავეჯზე გამოსაყენებელი. ცხადია, ავეჯის ასეთი მასალებით დამზადება იაფი დაჯდება, შეხედავ, ლამაზია, ძვირად იყიდი, შემდეგ დაგენანება მასში გადახდილი ფული, რესტავრაციას ცდილობ, მოგყავს ოსტატი, ხსნის პროფესიონალი ავეჯს და თავად ხედავ რაში გადაყარე ფული.
რაც მეტია მსგავსი შემთხვევა, მით მეტი მყიდველი ცდილობს, აკონტროლოს, რა მასალისგანაა დამზადებული მისი ავეჯი. დამეთანხმეთ, ძალიან რთული, ახალნაყიდი ავეჯი, მხოლოდ იმიტომ დაშალო, რომ ნახო, რისგანაა დამზადებული. ყიდვამდე მისი დაშლის უფლებას არავინ მოგცემს და ყიდვის შემდეგ კიდევ, ცოტა არ იყოს, აზრიც ეკარგება მის შემოწმებას.
მყიდველი, რომელსაც უკვე არაერთხელ გაუცრუა იმედები ახალნაყიდმა ავეჯმა, ამბობს, რომ მას ურჩევნია შეუკვეთოს ავეჯი, წინასწარ შეათანხმოს რა მასალისგან დაუმზადებენ, ტრანპორტირებაც ოსტატს შეუკვეთოს და სახლში, ნაწილ–ნაწილ მიტანილი ავეჯის აწყობასაც დაესწროს.
მყარი წიფელი, მუხა, ტენიანობისადმი მდგრადი მასალები, ლატექსის ქაფი, რომელიც კარგად ინარჩუნებს ფორმას და არ დეფორმირდება. ლითონის ნაწილები კი გამძლეა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს რომ არანაკლები მნიშვნელობა აქვს ხრახნებს, ჭანჭიკებს, ავეჯის ღვედებს, რომლებიც ასევე უნდა იყოს ხარისხიანი. ქსოვილი, თუ ტყავი, რომლისგანაც ავეჯი მზადდება, უნდა იყოს ავეჯისთვის გათვალისწინებული. ასევე არ ღირს საღებავებსა და ლაქებზე დაზოგვა – ეს იმ მოთხოვნათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ავეჯის სიმყარის და გამძლეობის გარანტიაა და რადგან გარანტია ვახსენე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ პასუხისმგებლიანმა ოსტატმა 12–18 თვიანი გარანტია მაინც უნდა მისცეს მის დამზადებულ ავეჯს, მის სანდოობას ეს მნიშვნელოვნად გაზრდის.
დიზაინი:
20–30 წლის წინ, „სწენკას“ იყიდდი და ეგ იყო მზითვიც და სიმდიდრეც. ავეჯს უნდა მორგებოდა სახლი და არა სახლს ავეჯი. დაახლოებით, 10 წლის წინ, კვლევების მიხედვით, ყოველი მეათე ადამიანი ცდილობდა, მისი დიზაინით, საკუთარ სურვილებზე მორგებული ავეჯის დამზადება შეეკვეთა. 2–3 წლის წინ, უკვე ყოველი მესამე მყიდველი უკვეთავდა ოსტატს საკუთარი დიზაინით ავეჯს და 2023–24 წლებში, უკვე ყოველი მეორე მყიდველი ცდილობს განსხვავებული, ორიგინალური, მის სახლზე მორგებული ავეჯი დაამზადებინოს პროფესიონალს.
რას ეძებს მყიდველი ხარისხის და ფასის გარდა?
დღეს პროდუქტის ყიდვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვირტუალურ კალათაში დამატებით და თანხის გადახდით, მით უფრო, როცა საქმე ავეჯის დამზადებას ეხება. ავეჯის შეკვეთისას, გარდა იმისა, რომ დიზაინის, მასალების შერჩევაში სჭირდება კლიენტს დახმარება, ოსტატი მის სახლში უნდა მივიდეს ორჯერ მაინც, ჯერ აიღოს ზომები, შემდეგ მიუტანოს ავეჯი, ან მზა მდგომარეობაში, ან მიიტანოს ნაწილ–ნაწილ და იქვე აუწყოს.
მომხმარებელისთვის, ფასის და ხარისხის გარდა უკვე უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, როგორი თვისებებით გამოირჩევა ოსტატი, არის თუ არა ყურადღებიანი, გამოხატავს, თუ არა მზრუნველობას და პატივისცემას მისი სახლის, მისი სურვილებისადმი. მყიდველმა მას ანდო, მაგალითად, მისი შვილების საძინებლის ავეჯის დამზადება, მისთვის ოსტატის პიროვნული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იგრძნოს, რომ სამუშაოს შემსრულებელი პირისთვისაც მნიშვნელოვანია ის და მისი ოჯახი. მომხმარებელს სურს დაინახოს, რომ მუშაობს პროფესიონალთან, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტს მიყიდის, არამედ დაეხმარება კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში, მაგალითად, აითვისებს საძინებლის კუთხეებს ისე, რომ კარადებსა და ლოგინს შორის, ფართი დარჩეს.
როგორც უკვე ვთქვი, დღეს, ყოველი მეორე მყიდველი ცდილობს, მისი ავეჯი იყო განსაკუთრებული, ინდივიდუალური და ამ მყიდველს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ხარისხი და სისწრაფე, ის ეძებს პასუხისმგებლობას, კეთილგანწყობას, ჩართულობას.
ტენდეცია, რომელზედაც მოთხოვნა ყოველ დღე იზრდება
და კიდევ ერთი ტენდეცია, რომელიც შეინიშნება – ეს არის ბუნებასთან ახლოს ყოფნის სურვილი. ხის მასალების დადებით ენერგიას სასიკეთო გავლენა აქვს ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ფიჭვი ცნობილია ანტიალერგიული თვისებით. ხისგან დამზადებული ავეჯი გამძლეა. არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. მთავარია არ განთავსდეს მაღალი ტენიანობის ან ტემპერატურის ხშირად ცვლად გარემოში. უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოსწონს ხის ბუნებრივი მოხატულობა, ასევე ხის ავეჯი ინტერიერის ნებისმიერ სტილს შეგიძლია მიუსადაგო, სწორი დიზაინით.
თუ შენ ავეჯს ამზადებ, უკვე იცი, სად განათავსო შენი განცხადება, რა შესთავაზო მყიდველს, რა მასალები მოიმარაგო და თუ ავეჯის ოსტატს ეძებ, არ დაგავიწყდეს განცხადებების ქვემოთ კომენტარების წაკითხვა, ეს ოსტატის არჩევაში დაგემხმარება.
ხარისხინი ავეჯი როგორ გაარჩიო უხარისხოსგან უკვე იცი.
დაიმახსოვრე, ხარისხიანი ავეჯი არ არის ფუფუნება, კარგ ოსტატს, ბიუჯეტურ ფასადაც შეუძლია გამძლე, კომფორტული, შენ სურვილებზე მორგებული ავეჯის დამზადება.
(R)
კომენტარები