ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველო-ალბანეთის თამაშზე:
,,ფეხბურთში მართალია დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ თამაშის სხვა ასპექტში, მეჩვენება რომ გუნდში, ურთიერთობებში, რაღაცაში წესრიგი აღარ გვაქვს. თვითდაჯერებაც შემცირებულია და ერთმანეთისაც არ ესმით ჩვენებს.
წინა თამაშებში (უკრაინასთან თამაშამდე) ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს ტელეპატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ერთი მთლიანი იყვნენ. ახლა ეს მთლიანობა არ ჩანს.
რაღაცა თითქოს შიგნითაა შეცვლილი, გაუარესებული, ერთმანეთისადმი და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება.”
კომენტარები