მმართველ გუნდში საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ოპოზიცია ტოლის დადებას არ აპირებს.
ხელისუფლებამ იცის, რომ არჩევნების კუთხით, საკმაოდ სახიფათოა აჭარა. ლევან ვარშალომიძე სერიოზული ბრძოლისთვის ემზადება და როგორც გვითხრეს, სწორედ აჭარის რეგიონზე, პირადად მიხეილ სააკაშვილი დიდი თანხის მობილიზებას აპირებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი რეგიონისთვის უმძიმესი იქნება და შეჭირვებული ხალხის მართვა როგორი მარტივია, სააკაშვილზე უკეთ არავინ იცის.
უფრო მეტიც, ოპოზიციის მთავარ სტიმულატორად სააკაშვილს სწორედ აჭარა მიაჩნია და მთავარ აქცენტსაც სწორედ ამ რეგიონზე გააკეთებს.
ალია №16
კომენტარები