“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ბოლო პერიოდში, სამთავრობო მედიების მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ არმენოფობიურ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს:
ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, “კაგებეშნიკური” პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ.ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს “ოცნების” უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო.
ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!!!გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერსაქართველოში!ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!!!
აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს – ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!(R)
კომენტარები