სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
,,დასავლური ქვეყნების ელჩების დიდმა ნაწილმა საქართველოში შექმნა რევოლუციური კომიტეტი; ისინი არ ცნობენ მოქმედ ხელისუფლებას, ხელისუფლების ცვლილებას აანონსებენ და დიდი ალბათობით, მონაწილეობენ მის მომზადებაში.
ზოგადად, ელჩების პერსონალური აზრი არავის აინტერესებს და არ სჭირდება, ისინი დიპლომატები უნდა იყვნენ, წესით, და უნდა აკონტროლებდნენ საკუთარ ქცევას და გამონათქვამებს, ვინაიდან ისინი საკუთარ თავს კი არა, თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ და ახმოვანებენ!
ამ ელჩების ახუნტრუცება, გათავხედება და გარევოლუციონერება ყოვლად გაუგონარი რამაა, დიპლომატიაში!
ასეთ ვითარებაში ოფიციალურად დავაზუსტოთ არამეგობრული და მტრული ქვეყნების სია.
საფრთხე საფრთხეა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს.
დავემშვიდობოთ ილუზიებს.
გაჟეჟილს გატეხილი ჯობია.”
კომენტარები