353 ავტომობილი და 1 მილიონ 600 ათასი ლარის საწვავი
თბილისის მერიას 353 ავტომანქანა ემსახურება, მაშინ როცა ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოს არცერთი. ფლანგვის დეტექტორმა დაადგინა, რომ 353 მანქანიდან 5 უშუალოდ ვიცე-მერს და მერის ოთხ მოადგილეს ემსახურება.
ავტომობილების რიცხვის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება საწვავში გადახდილი თანხაც. 2019 წელს მერიამ 1600 000-ლარის საწვავი შეიძინა.
ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ მხოლოდ 2019-ში ნაყიდი საწვავით ერთი Suzuki Vitara 312-ჯერ შემოუვლიდა დედამიწას. ამასთან ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2018-2019 წელებში მერიამ საწვავში 3.3 მილიონი ლარი დახარჯა.”თბილისის მერიის 353 ავტომობილი ემსახურება. ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოსა და ვილნიუსის მერიას არცერთი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ლონდონის მერი და კოლეგიის სხვა წევრები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან.
თბილისის მერიის 353 მანქანიდან 5 მანქანა განპირობებულია და უშუალოდ ვიცე მერს და მერის 4 მოადგილეს ემსახურება. ავტომობილების უმრავლესობა, რომელიც მერიის საკუთრებაშია 2011, 2013 და 2018 წლებშია შეძენილი. მათგან 2011 – 137 ავტომობილი, 2013 – 67 ავტომობილი, 2018 – 105 ავტომობილი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შეძენილი ერთი ავტომობილის საშუალო ღირებულება მკვეთრად აღემატება წინა წლებში არსებულ თანხებს. 2018 წელს შეძენილი თითოეული ავტომობილის საშუალო ღირებულება 51 ათასი ლარი იყო. საერთო ჯამში კი ამ წელს მერიამ ახალი ავტომობილების შესაძენად 5,145,787 ლარი დახარჯა.
ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება საწვავში დახარჯული თანხები. თბილისის მერიამ 2017 წელს საწვავის შესაძენად 1,393,246 ლარი დახარჯა, 2018 წელს 289 ათასი ლარით მეტი – 1,683,244 ლარი, 2019 წელს კი 1,614,552 ლარის საწვავის შეიძინა.
2019 წელს დახარჯული საწვავით მერია შეძლებდა 312 ჯერ შემოევლო დედამიწისათვის გარშემო,
2019 წელს თბილისის მერიმ უფრო ნაკლები თანხები დახარჯა ვიდრე საწვავის შეძენაში,
ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია – 8 ჯერ ნაკლები.
ომის ვეტერანების დახმარება რაიონებში – 18 ჯერ ნაკლები.
წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება რაიონებში – 2 ჯერ ნაკლები
თბილისის მერია – https://bit.ly/2YPyitO
ვილნიუსის პასუხი –https://bit.ly/38PWLE6
ლონდონის პასუხი – https://bit.ly/34neEGH
ბიუჯეტი – https://matsne.gov.ge/ka/document/view/4426573?publication=0” – ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მერიამ და საკრებულომ უნდა გადახედოს ამ ხარჯს და შეამციროს საწვავის ლიმიტი. ოპოზიციაშია სევე აცხადებენ, რომ სრულიად შესაძლებელია აღნიშნული თანხის 50%-მდე შემცირება.
“დედაქალაქის მერია იმის ნაცვლად, რომ ბიუროკრატიას ამცირებდეს, მეტიც ვხედავთ, რომ არანორმალურად, კატასტროფულად გაზრდილია საწვავის ხარჯი. ოპტიმიზაციის პირობებში ამ ხარჯების მინიმუმ 50%-ით მოკლება არის შესაძლებელი. ლიმიტები, რაც აქვთ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებ, მერის მოადგილეებს, გამგებლებს. არის რიგ შემთხვევაში 400-500 ლიტრი თვეში, რის განახევრებაც იმ პირობებში რომ მათი უმრავლესობა კაბინეტიდანაც კი არ გამოდის არის რეალური” – აცხადებს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი.
„ნიუპოსტი“
კომენტარები