პიარ ტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთხელ სტუმრად ვიყავი ჩემს უახლოვეს მეგობართან.
ჰალსტუხით, პერანგით, წვერ გაპარსული…
ეს ჩემი მეგობარიც იგივენაირი, ჩემნაირი, დავარცხნილი, რუდუნა ტონით და თბილი მზერით.
დავსხედით.
დღის ბოლო იყო და ყვინჯები მოვიშვით. ჯეკ დანიელსი დავისხით, ვაშლის წვენში გავურიეთ და ეფლ ჯეკს ვწრუპავთ, თან ვლაპარაკობთ სერიოზულ საკითხებზე, მაღალფარდოვნად და ისევ დავარცხნილი ხმით.
უცებ მოდის ვიღაცა (ეს ვიღაცა ჩემს მისვლამდე ყოფილა ამასთან, მარა ლუდის მოსატანად გასულა და ახლა დაბრუნდა).
ჩვენს ფონზე და ისედაც, ცუდი ტიპია.
დაჯდა, ლუდი დაისხა, შებოლილი თევზი დააგდო, ისედაც მყრალ სიგარეტს ფილტრი წააძრო, მოუკიდა. რაღაცას ყვება, თან იგინება, შიგადაშიგ აბოლებს, თან როხროხებს… ხან ლუდს სვამს, ხან თევზს ღლეტს ხელით….
– ლუდი დაგისხა ან თევზი მოგიგლიჯოო?
– არა – მეთქი, ვანიშნე და გავაგრძელეთ ისევ ეფლ ჯეკის წრუპვა და მე პირადად დისტანცია მიჭირავს სტროგად და ისევ ისე დავარცხნილი, რუდუნა ტონით ვბაასობ.
მოკლედ ძააან დიდი კონტრასტია ამ ტიპსა და ჩვენს შორის. ჩვენ, იასნად ყველაფრით უკეთესი ტიპები ვართ და ამ კონტრასტს ვუფრთხილდები.
როგორც იქნა წავიდა ეს ტიპი.
– დავით, ვინ იყო ეს ტიპი? ადრე არ მყავს ნანახი შენთან. ნათესავია, მეგობარია? ვინაა? და ვაფშე რა უნდოდა – მეთქი?
– ა, ეს ტიპიო? არა რა ნათესავიო. გახსოვს ჩემს დას თირკმლის ოპერაცია რო სჭირდებოდა და დონორს ვერ ვპოულობდითო?
– კი – მეთქი.
– ჰოდა ამან ყური მოკრა, რო მისი ნაცნობის ცოლს სჭირდებოდა თირკმელი. გვითხრა – “გაიგეთ თუ გამოვდგები დონორად, ან რა არის საჭირო და მე გადავუნერგავო.”
– და რამდენი აიღო – მეთქი?
– არა, რა რამდენი, ისე, პროსტა. რო გაიგო რო ორი შვილი ჰყავდა, უფასოდ მისცა, არადა თავად სამი ჰყავსო….
ამ ცუდი ტიპის გაცნობის შემდეგ, ყველა კაი ტიპი შემზიზღდა ჩემი თამადობით. ყველა შეხედულება და ფასეულობა გადამაფასებინა და მოკლედ ბევრი კაი რაღაცა ქნა კიდე ჩემს ცხოვრებაში, თან ისე რო არც იცის.
______
და ვაფშე ყველა იმ კაცის ჯიში გაწყდა ვობლა და ლუდი რო დევს და ვაშლის წვენს წრუპავს ვინცხა ჯონი უოკერთან ერთად”
კომენტარები