რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, 3+3” რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს, განაცხადა:
“ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. ჩვენ გვაქვს ინტერესების განყოფილება იქ, შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების სფეროში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ხელისუფლებასთან.
დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ ჩაერთონ მის მუშაობაში.“
კომენტარები