ასტროლოგი რამაზ გიგაური:
,,23 ოქტომბრიდან ამ შემოდგომის მეორე ფაზა იწყება:
„გამოსვლა“ (არ მინდა ამ სიტყვის მეტად გაშიფვრა).
ასტროლოგიურად ეს არის: მზე-მარსი-პლუტონის ტაუკვადრატი, ანუ ურთულესი ასტროლოგიური კონფიგურაცია. თუ რა მოხდება ამას დავინახავთ 19-30 ოქტომბრის შუალედში.
ეს პერიოდი სუფთა ღრიანკალის ენერგიით არის გაჯერებული. ეს არ არის ჩვენთვის უცხო, ამიტომაც ხშირად ვიტანჯებით, ზოგჯერ გამწარებულები საკუთარ თავს ან ახლობელ ადამიანებსაც კი ვშხამავთ, მაგრამ როგორც დიდი მიხეილ ჯავახიშვილი იტყოდა, ისინიც იწამლებიან, ვინც ჩვენი, როგორც ერის და ქვეყნის გადაყლაპვას ცდილობენ.
ერის ფსიქოლოგია მის მისალმებაში დევს, ჩვენთვის ეს „გამარჯვება“ და „მშვიდობაა“, მაგრამ გამარჯვება უწინარესია.
ამ ურთულეს დროს ჩვენს ქვეყანას გამარჯვებას ვუსურვებ, გამარჯვებას საბჭოთა-რუსულ წარსულზე, იმ საშინელ, დემონურ ენერგიაზე, რომელიც გამჯდარია ჩვენს სხეულებში და ფსიქიკაში.
ყველა, მიუხედავად ჩვენი ცოდნის, პროფესიის, ეროვნების, მრწამსის, ორიენტაციისა და საერთოდ, ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის, უნდა გავერთიანდეთ ერთ გზავნილში: „არა – რუსეთს და ჩვენი მომავალი – ევროპაშია!“
ჩვენს წინ არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ რუსეთია და ჩვენ ხალიბური ფოლადის სიმტკიცე, მგლის ბრძოლისუნარიანობა, გველის სიბრძნე და მტრედის უმანკოება გვმართებს.
და კიდევ, სანამ დროა, გააცნობიერეთ იმ ადამიანებმა, რომლებიც სარგებლის გამო გვერდით უდგახართ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თქვენი ლუკმა გამწარდება. ის სისხლიანი გახდება და ამის გამო თქვენი თავი შეგძულდებათ.
ზუსტად ასე იქნება, არაფერს ვამატებ და ვამეტებ.
სულ 2-4 კვირის შემდეგ ამაო იქნება თქვენი სურვილი, ვინმეში თანაგრძნობა გამოიწვიოთ. არ შეისმენს თქვენს ხმას თქვენი დამბადებელი. ნუ შეაქცევთ ზურგს საქართველოს.
საქართველო ჩვენ ვართ, ვისაც არ უნდა რუსეთთან და უნდა ევროპასთან. ჰკითხეთ რჩევა თქვენს შვილებს (რომლებიც იქნებ ევროპაში და ამერიკაშიც კი ცხოვრობენ), თუ რა გადაწყვეტილება მიიღოთ.
მარჯი შენ – ჩემო ქვეყანავ!”
კომენტარები