2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განიხილება – ეროვნული გამოცდების ცენტრი
მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოცდების ფორმატი იგივე რჩება.~
„არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ისე იქნება, ანუ ჩვეულ ფორმატში ჩატარდება ეროვნული გამოცდები“ – ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცენტრში ამ ეტაპზე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, აბიტურიენტების განთავსების წესთან დაკავშირებით.
„ითქვა, რომ 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ უნდა განთავსდეს დახურულ სივრცეში, მაგრამ, როგორ უნდა განთავსდეს და რამდენი საგამოცდო ცენტრი იქნება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ივნისში გახდება ცნობილი“ – ამბობენ საგამოცდო ცენტრის პრესსამსახურში.
კომენტარები