არ მესმის, სალომე ზურაბიშვილს ასე ბრმად როგორ მიჰყვება ამდენი ოპოზიციონერი. მით უმეტეს, ჩემგან განსხვავებით, ყველას გალანძღული ჰყავს და რუსეთის აგენტი აქვს დაძახებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ სალომე ზურაბიშვილის ქარტია ჩიხია, თუმცა ქარტიიდან გამოსვლას ვერ ბედავენ.
„არ ვიცი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, პრეზიდენტი ოპოზიციაში ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებს. უბრალოდ, ამ მთელ კონფიგურაციას ააფეთქებს, რომელიც თვითონვე შექმნა, მათ შორის ტექნიკური მთავრობით, აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრით და ასე შემდეგ. არ მესმის, სალომე ზურაბიშვილს ასე ბრმად როგორ მიჰყვება ამდენი ოპოზიციონერი. მით უმეტეს, ჩემგან განსხვავებით, ყველას გალანძღული ჰყავს და რუსეთის აგენტი აქვს დაძახებული. თვითონაც ხვდებიან, რომ ეს ქარტია ჩიხია და არავინ ამის აღსრულებას არ აპირებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ღია პოზიციის დაფიქსირებას და ქარტიიდან გამოსვლასაც ვერ ბედავენ. უცნაური ვითარებაა, როცა ოპოზიცია თავის თავს აზიანებს და მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომელიც მარტო დესტრუქციულ როლს თამაშობს მთელ პროცესში. შეიძლება, ეს ყველაფერი ვიწროპარტიულად მაწყობდეს, მაგრამ არც ისე კარგია, თუ ოპოზიცია ძალიან დამარცხდება, საბოლოო ჯამში, მეც დავმარცხდები. მეც არ მაწყობს ასეთი ზიანი, რომელიც ახლა ოპოზიციას ადგება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
კომენტარები