ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„ახლა კი ღლიცინის გარეშე მინდა ქოცებს გკითხოთ:
თქვენი ბელადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას რომ გპირდებათ და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, გავიგე. გავიგე, რომ ნაცები დამნაშავეებად მიგაჩნიათ და ფიქორობთ, რომ ყველაფრის ღირსები არიან (თუმცა გავიწყდებათ, რომ ბიძინა სხვების აკრძალვასაც აანონსებს). გავიგე, რომ დემოკრატიული სტანდარტები და ქვეყნის ამ კუთხით უკუსვლა ფეხებზე გკიდიათ, ოღონდ ნაცები გამწარდნენ.
ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ გუშინ რომ გამოგიცხადათ, გახარიას ვინც გვერდით უდგას, ყველა დასაჭერია და აუცილებლად აგებენ პასუხსო, ამაზე რას ფიქორბთ?
ანუ რომ დაგიღეჭოთ: თქვენი ბელადი დაგპირდათ, რომ ანა ბუჩუკრს, ნათია მეზვრიშვილს, ლევან გოგიჩაიშვილს და ყველა სხვას დავიჭერ, რადგან ადრე ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ და ახლა მოღალატე გახარიას ეხმარებიანო.
ამაზეც ტაშს უკრავთ? თქვენც ფიქორბთ, რომ ეს ხალხი დასაჭერია? თუ უბრალოდ, ტვინი გაგეყინათ და ვეღარ აზროვნებთ და ვერ ხედავთ თქვენი მხრიდან ყველაფერზე დაკრულ ტაშს ეს კაცი სადმადე მიყავს და თავის მხრივ, ამ კაცს სად მიყავს ქვეყანა?“
კომენტარები